გამოყენების პირობები

Husqvarna აფასებს თქვენს ინტერესს კომპანიისა და მისი პროდუქტების მიმართ. ჩვენ გთხოვთ და დაჟინებით გირჩევთ, რომ ამ საიტით სარგებლობამდე, ყურადღებით წაიკითხოთ გამოყენების ეს პირობები. ამ საიტის გამოყენებით თქვენ ამ პირობებით იღებთ ვალდებულებას.

ზოგადი

ეს ვებსაიტი და ნებისმიერი შესაბამისი ქვე-საიტი, (ერთობლივად „საიტი“) გამოქვეყნებულია და მხარდაჭერილია Husqvarna AB (publ)/GARDENA GmbH ან მისი ჯგუფის კომპანიებით, შვილობილი კომპანიებით ან ფილიალის ოფისებით (ერთად HUSQVARNA). თქვენ მიერ ამ საიტის გამოყენება ექვემდებარება სამართლებრივი ძალის მქონე ხელშეკრულებას თქვენსა და HUSQVARNA-ს შორის („ხელშეკრულება“). ხელშეკრულების პირობები შემდეგია („პირობები“). გვერდის გამოყენებით თქვენ ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ, გაიგეთ და ეთანხმებით პირობებს და ყველა დაკავშირებულ დოკუმენტს. მათი გულმოდგინეთ წაკითხვა მნიშვნელოვანია. თუ თქვენ არ ეთანხმებით პირობებს და ყველა დაკავშირებულ დოკუმენტს, მაშინ არ გაქვთ უფლება, ისარგებლოთ ამ საიტით.

ლიცენზია

ამ შეთანხმების შემდგომ პირობებთან დაკავშირებით, Husqvarna გაძლევთ არაექსკლუზიურ, არა-გადაცემად, ხელმისაწვდომობის შეზღუდულ უფლებას ამ საიტისა და მასალების გამოყენებასა და ჩვენებაზე. თქვენ თანხმდებით, არ შეაფერხოთ ან არ სცადოთ გვერდის ფუნქციონირების შეფერხება არანაირი გზით.

Husqvarna უფლებას გაძლევთ, ნახოთ და ჩამოტვირთოთ ინფორმაცია („მასალები“) საიტიდან მხოლოდ თქვენი პირადი, არაკომერციული გამოყენების მიზნით, თუ ეს სხვაგვარად არ არის პირდაპირ წარმოდგენილი Husqvarna-ს სოციალური მედიის სიახლეების ოთახში. ეს ნებართვა არ წარმოადგენს მასალებში ან მასალების ასლებში სახელწოდების გადაცემას და ექვემდებარება შემდეგ შეზღუდვებს: 1) თქვენ უნდა დაიცვათ ჩამოტვირთული მასალის ყველა ასლი, ყველა საავტორო უფლება და საკუთრებაზე სხვა მითითებები, რომლებიც ჩართულია მასალებში; 2) თქვენ გეკრძალებათ მასალის ნებისმიერი მოდიფიცირება ან მისი გამრავლება ან საჯარო ჩვენება, შესრულება, ან დისტრიბუცია ან სხვაგვარი გამოყენება ან მათი კომუნიკაცია ნებისმიერი საჯარო ან კომერციული მიზნით; და 3) თქვენ არ უნდა გადასცეთ მასალა ნებისმიერ სხვა პირს, სანამ არ აცნობებთ ამ პირობებით დაკისრებულ ვალდებულებებს და არ დაეთახნმებიან მათ. თქვენ ეთანხმებით, დაიცვათ ყველა დამატებითი შეზღუდვება, რომელიც ნაჩვენებია საიტზე და შეიძლება დროდადრო განახლდეს.

მომხმარებლის გარანტიები

თქვენ იძლევით გარანტიას, რომ თქვენ მიერ ამ საიტის გამოყენება იქნება შესაბამისობაში ამ პირობებთან, მათ შორის, კანონმდებლობისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პრიობებთან და ასევე, დაემორჩილება საიტის არსებულ და სამომავლო პოლიტიკას და წესებს. თქვენ ეთანხმებით, არ გამოიყენოთ ეს საიტი შემდეგი მიზნებით: ა) სპამის გავრცელება ან შეუთანხმებელი კომუნიკაციის გავრცელება ბ) წარმოაჩინოთ თავი HUSQVARNA-დ, ვინმე სხვად ან მისცეთ უფლება მესამე მხარეს უფლება, თავი წარმოაჩინოს თქვენს პიროვნებად გ) გააყალბოთ სათაური ან რამე სხვა გზით მოახდინოთ იდენტიფიკატორების მანიპულაცია იმისათვის, რომ შენიღბოთ საიტით მოწოდებული შიგთავსის წყარო დ) არასწორად წარმოადგინოთ თქვენი კავშირი პიროვნებასთან ან ორგანიზაციასთან ე) მოიქცეთ ისე, რომ ნეგატიური გავლენა მოახდინოთ მომხმარებლის უნარზე, გამოიყენოს საიტი ვ) დაკავდეთ საქმიანობით, რომელიც დაარღვევს რომელიმე შესაბამის კანონს ზ) გამოაქვეყნოთ ან გაავრცელოთ ნებისმიერი მასალა, რომელიც ზიანს აყენებს ან რამენაირად არღვევს სხვათა უფლებებს ან რაც კანონდარღვევას წარმოადგენს, შეურაცხმყოფელია, ცილისმწამებლურია, ვულგარულია ან არ არის მისაღები ან რაც შეიცავს რეკლამას ან შუამდგომლობას პროდუქტებებთან ან სერვისებთან დაკვაშირებით თ) აგროვებს ან ინახავს პერსონალურ ინფორმაციას სხვა მომხმარებლების შესახებ გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ნება გაცემულია უშუალოდ მომხმარებლების მხრიდან.

კონფიდენციალურობა

ინფორმაცია HUSQVARNA-ს კონფიდენციალურობის პრაქტიკისა და პირადი ინფორმაციის შეგროვებისა და გამოყენების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ Husqvarna-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკაში. თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი მონაცემები და პირადი ინფორმაცია გამოყენებულია HUSQVARNA-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.

ცვლილებები

HUSQVARNA იტოვებს უფლებას, მხოლოდ თავისი შეხედულემისამებრ შეცვალოს, გააკეთოს მოდიფიცირება, დაამატოს ან ამოიღოს ამ შეთანხმების ნებისმიერი ნაწილი მთლიანად ან ნაწილობრივ, ნებისმიერ დროს წინასწარი ცნობის გარეშე. ამ ხელშეკრულების ცვლილებები მოქმედებაში შევა საიტზე გამოქვეყნებისთანავე. ამ ხელშეკრულების შეცვლის შესახებ საიტზე გამოქვეყნა და თქვენ მიერ საიტით სარგებლობის გაგრძელება ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით ამ ცვლილებებს.

უფლებები ინტელექტუალურ საკუთრებაზე

თქვენ ადასტურებთ და ეთანხმებით, რომ ყველა უფლება ინტელექტუალურ საკუთრებაზე (რაც მოიცავს, საავტორო უფლებებს, პატენტებს, „ნოუ–ჰაუს“, კონფიდენციალურ ინფორმაციას, უფლებებს მონაცემთა ბაზებზე და საფირმო ნიშნების და დიზაინის უფლებებს, როგორც რეგისტრირებულს ან არარეგისტრირებულს, და არა მხოლოდ) ამ საიტზე ეკუთვნის HUSQVARNA-ს ან მის ლიცენზიატებს. ყველა არამატერიალური და ინტელექტუალური საკუთრების უფლება, წარმოქმნილი ამგვარი ინტელექტუალური საკუთრების უფლებების გამოყენებით, ინვესტირებული HUSQVARNA-ში, ძალაში შევა HUSQVARNA-სთვის.

ეს საიტი, მასში არსებული ყველა მასალის ჩათვლით, დაცულია საავტორო უფლებით, საერთაშორისო საავტორო უფლებების კანონმდებლობით და სახელშეკრებულო პირობებით. თქვენ მიერ საიტით, მათ შორის, ყველა მასალით სარგებლობისას თქვენ ეთანხმებით, დაიცვათ ყველა საავტორო უფლებების კანონმდებლობა და თავიდან აიცილოთ ნებისმიერი მასალის უნებართვო კოპირება. HUSQVARNA თქვენ არ გაძლევთ პირდაპირ ან ნაგულისხმევ უფლებას არცერთი პატენტის, დიზაინის, საფირმო ნიშნის, საავტორო უფლების ან კომერციული საიდუმლოს კანონმდებლობის საფუძველზე.

თქვენ ადასტურებთ და ეთანხმებით, რომ თქვენ არ გამოიყენებთ, და არაფერი ამ პირობებში გაძლევთ უფლებას, გამოიყენოთ HUSQVARNA-ს საფირმო ნიშნები, მომსახურების ნიშნები, ლოგოები, დომენის სახელები ან სხვა განმასხვავებელი ბრენდის მახასიათებლები, გარდა საფირმო ნიშნების სიაში სპეციალურად ჩამოთვლილი HUSQVARNA-ს ნიშნებისა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, საკუთარი ინიციატივით მოცემული რეკომენდაციები, იდეები ან სხვა წარდგენები მოაზრებული იქნება, როგორც არაკონფიდენციალური და არამესაკუთრული. ნებისმიერი ინფორმაციის ან მასალის გაგზავნით, გარდა პატენტის საინფორმაციო დეკლარაციისა, რომელიც აღწერილია Husqvarna-ს პოლიტიკაში საკუთარი ინიციატივის იდეების განხილვის შესახებ, თქვენ ნებართვას აძლევთ HUSQVARNA-ს შეუზღუდავ, უსასყიდლო, შეუქცევად და მსოფლიო მასშტაბის ლიცენზიას, გამოიყენოს, ხელახლა აწარმოოს, გამოსახოს, შეასრულოს, მოახდინოს მოდიფიცირება, გადასცეს და გაავრცელოს ეს მასალა ან ინფორმაცია, და თქვენ ასევე ეთანხმებით, რომ HUSQVARNA-ს შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერი იდეა, კონცეპცია, „ნოუ-ჰაუ“ ან ტექნიკა, რომელსაც თქვენ გვიგზავნით ნებისმიერი მიზნით. მეტი ინფორმაციისათვის, გთხოვთ იხილოთ Husqvarna-ს პოლიტიკა საკუთარი ინიციატივით გამოთქმულ იდეებთან დაკავშირებით.

პროგრამული უზრუნველყოფა

ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი ჩამოსატვირთად ამ ვებსაიტიდან („პროგრამული უზრუნველყოფა“) წარმოადგენს HUSQVARNA-ს და/ან მისი მიმწოდებლების საავტორო უფლებით დაცულ ნამუშევარს.

ამ პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება რეგულირდება საბოლოო მომხმარებლის სალიცენზიო შეთანხმების პირობებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომელიც თან ახლავს ან ჩართულია პროგრამულ უზრუნველყოფაში („სალიცენზიო შეთანხმება“). თუ სალიცენზიო შეთანხმებიდან სხვანაირად არ გამომდინარეობს, მაშინ პროგრამული უზრუნველყოფა ხელმისაწვდომია ჩამოსატვირთად მხოლოდ საბოლოო მომხმარებლისთვის. პროგრამული უზრუნველყოფის ნებისმიერმა გამრავლებამ ან რედისტრიბუციამ, რომელიც არ შეესაბამება სალიცენზიო შეთანხმებას, შეიძლება გამოიწვიოს სამოქალაქო ან სისხლის სამართლის სასჯელები.

ზემოთ აღნიშნულის შეზღუდვის გარეშე, პროგრამული უზრუნველყოფის კოპირება ან გამრავლება სხვა სერვერზე ან ადგილზე შემდგომი რეპროდუცირების ან ხელახალი დისტრიბუციის მიზნით ცალსახად აკრძალულია.

პროგრამული უზრუნველყოფა გარანტირებულია, ასეთის არსებობისას, მხოლოდ სალიცენზიო შეთანხმების პირობების შესაბამისად. გარდა სალიცენზიო შეთანხმებაში მოცემული გარანტიისა, HUSQVARNA წინამდებარე ხელშეკრულებით უარყოფს ყველა გარანტიას და პირობას პროგრამული უზრუნველყოფის მიმართ, მათ შორის ყველა ნაგულისხმებ გარანტიას და პირობას სავაჭრო ვარგისიანობასთან, გარკვეული მიზნის შესაბამისობასთან, სახელწოდებასა და დაურღვევლობასთან დაკავშირებით.

სხვა ვებსაიტები

თქვენი მოხერხებულობისთვის, საიტი შეიძლება შეიცავდეს ბმულებს ინტერნეტ საიტებზე, რომლებიც ეკუთვნის, გამოქვეყნებულია და მხარდაჭერილია მესამე მხარეთა მიერ. HUSQVARNA არ ითვალისწინებს ასეთი მესამე მხარეების საიტების შიგთავსის მონიტორინგს ან მიმოხილვას და HUSQVARNA არ არის პასუხისმგებელი მესამე მხარეების საიტების სიზუსტესა და მათ საიმედოობაზე.

გვერდის გარე ბმულები

ყველა ბმული ამ საიტზე წერილობით უნდა იყოს შეთანხმებული HUSQVARNA-სთან, გარდა ამისა HUSQVARNA გასცემს თანხმობას ბმულებზე, რომლებშიც: i) ბმული წარმოადგენს მხოლოდ ტექსტურ ბმულს, რომელიც შეიცავს მხოლოდ HUSQVARNA-ს სახელწოდებას და არ შეიცავს HUSQVARNA-ს ან მისი გამცემი პირის მესაკუთრულ სავაჭრო ნიშნებს (ii) ბმული მიუთითებს მხოლოდ www.husqvarna.com-ზე და არა შიგნით არსებულ გვერდებზე (iii) ბმული, მომხმარებლის მხრიდან გააქტიურებისას, გვერდს აჩვენებს სრულ ეკრანზე სრულად ოპერირებად და ნავიგაციისთვის მოსახერხებელ ბრაუზერის ფანჯარაში და არა მიბმული ვებსაიტის „ფრეიმში“; და (iv) ბმულის გარეგანი სახე, მდებარეობა ან მისი რომელიმე სხვა ასპექტი არ ქმნის მცდარ წარმოდგენას იმაზე, რომ სუბიექტის აქტივობა ან პროდუქტები ასოცირდება ან სპონსორდება HUSQVARNA-ს მიერ ან არ აყენებს ზიანს ან ასუსტებს HUSQVARNA-ს სახელთან ან სავაჭრო ნიშნებთან ასოცირებულ ან HUSQVARNA-სთან დაკავშირებული მხარეების კეთილ ნებას. HUSQVARNA იტოვებს უფლებას, გააუქმოს თანხმობა ბმულზე ნებისმიერ დროს მხოლოდ საკუთარი შეხედულებისამებრ.

ნაგულისხმევი გარანტიის გამონაკლისი

მიუხედავად გამოჩენილი სიფრთხილისა, HUSQVARNA არ იღებს პასუხისმგებლობას საიტის უწყვეტად ხელმისაწვდომობისა და მასზე არსებული ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველყოფაზე. მასალები შეიძლება შეიცავდეს უზუსტობებსა და ტიპოგრაფიულ შეცდომებს. HUSQVARNA საიტის საშუალებით გავრცელებულ ან მასზე ასახულ მასალებზე ან რჩევების საიმედოობაზე, მოსაზრებაზე ან სხვა ინფორმაციაზე არ იძლევა სიზუსტის და სისრულის გარანტიას. თქვენ აცნობიერებთ, რომ ნებისმიერი სანდოობა ასეთ მოსაზრებაზე, რჩევაზე, დებულებაზე, მემორანდუმზე ან სხვა ინფორმაციაზე იქნება მხოლოდ თქვენ მიერ გაწეული რისკი. მთლიანი შიგთავსი წარმოდგენილია „როგორც არის“ და „როგორც ხელმისაწვდომია“. HUSQVARNA განზრახ უარყოფს ნებისმიერი სახის განცხადებებს ან გარანტიებს, ცალსახას თუ ნაგულისხმევს, მათ შორის შეზღუდვის გარეშე სავაჭრო ვარგისიანობის გარანტიებს ან გარკვეულ მიზნებთან შესაბამისობას, დაურღვევლობას ან ამ საიტის და შიგთავსის ფუნქციონირებას. HUSQVARNA ამ ვებსაიტის უსაფრთხოებაზე არ იძლევა გარანტიას და არ აკეთებს არანაირ განცხადებებს. თქვენ აცნობიერებეთ, რომ ნებისმიერი გაგზავნილი ინფორმაცია შეიძლება იყოს ხელთ ჩაგდებული. HUSQVARNA არ იძლევა გარანტიას, რომ ვებსაიტი ან სერვერები, რომლებიც უზრუნველყოფს ამ საიტის ხელმისაწვდომობას ან ელექტრონულ კომუნიკაციას, გაგზავნილს HUSQVARNA-ს მიერ, თავისუფალია ვირუსებისგან ან ნებისმიერი სხვა საზიანო ელემენტისგან. ყველა ასეთი განცხადება, გარანტია და პირობა გამორიცხულია იმ ფარგლებში, სადამდეც კანონი იძლევა ასეთი გამორიცხვის საშუალებას. ეს გამონაკლისი ნაგულისხმები გარანტიების შესახებ ასევე გამოიყენება ნებისმიერი მესამე მხარის საიტის მიმართ.

ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია შეიძლება შეიცავდეს ცნობებს ან მითითებებს HUSQVARNA-ს პროდუქტებზე, სერვისებზე და ასე შემდეგ, რომლებიც არ არის გამოცხადებული ან ხელმისაწვდომი თქვენს ქვეყანაში. ასეთი ინფორმაციის სიზუსტე არ შეიძლება იყოს გარანტირებული, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს ინფორმაცია ექვემდებარება ცვლილებას, გარკვეულ მოთხოვნილებებს და ხელმისაწვდომობას და ასეთი ცნობები არ გულისხმობს, რომ HUSQVARNA-ს განზრახული აქვს, თქვენს ქვეყანაში გამოაცხადოს ასეთ პროდუქტები, სერვისები და ა.შ. დაუკავშირდით თქვენს ადგილობრივ დილერს სრული მონაცემების მისაღებად ამ პროდუქტებზე, სერვისებზე და ა.შ., რომელიც შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი თქვენთვის და შესაკვეთად. HUSQVARNA იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე, მხოლოდ საკუთარი შეხედულემისამებრ შეცვალოს, მოახდინოს მოდიფიცირება, დაამატოს და/ან გააუქმოს ნებისმიერი პროდუქტი, სერვისი და ა.შ

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

არცერთ შემთხვევაში, HUSQVARNA არ იქნება პასუხისმგებელი ნებისმიერ პირდაპირ, არაპირდაპირ, ირიბ, სადამსჯელო, სპეციალურ ან შემთხვევით მიყენებულ ზარალზე (მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ბიზნესის დანაკარგით მიღებული ზარალის, კონტრაქტის, შემოსავლის, მონაცემების, საინფორმაციო ან საქმიანობის შეფერხების ჩათვლით), რომელიც გამოწვეულია, გამომდინარეობს ან უკავშირდება საიტის ან მისი შიგთავსის გამოყენებას, ან მის გამოუყენებლობას ან კავშირშია ამ პირობებთან, იმ შემთხვევაშიც, თუ კი HUSQVARNA ინფორმირებული იყო ამგვარი ზარალის შესაძლებლობის შესახებ. წინამდებარე პირობების დამატებით, არცერთ შემთხვევაში HUSQVARNA არ იქნება პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემული ინფორმაციის ნებისმიერ შეცდომაზე, უზუსტობაზე, დაუდევრობაზე ან სხვა დეფექტზე, ნაადრეობაზე ან არაავთენტურობაზე. ეს სახელშეკრულებო პასუხისმგებლობის შეზღუდვა ასევე ვრცელდება ნებისმიერი სხვა მესამე მხარის საიტის მიმართ.

საიურისდიქციო დებულება

ეს საიტი კონტროლდება, ფუნქციონირებს და იმართება HUSQVARNA-ს მიერ, შვედეთში განთავსებული ოფისებიდან. HUSQVARNA არ აკეთებს განცხადებას, რომ მასალა ამ საიტზე შესაბამისია ან ხელმისაწვდომია გამოსაყენებლად სხვა ადგილმდებარეობებში შვედეთის გარეთ. საიტზე შესვლა აკრძალულია იმ ტერიტორიებიდან, სადაც საიტის შიგთავსი არაკანონიერია. თუ თქვენ შედიხართ საიტზე ადგილმდებარეობებიდან შვედეთის გარეთ, თქვენ ხართ პასუხისმგებელი, დაიცვათ ყველა ადგილობრივი კანონი. ეს ხელშეკრულება იმართება შვედეთის სამეფოს კანონმდებლობის საფუძველზე, მისი სამართლის კოლიზიური ნორმების გაუთვალისწინებლად. სტოქჰოლმის საოლქო სასამართლოს ექნება ექსკლუზიური იურისდიქცია ნებისმიერი ამ ხელშეკრულებით გამოწვეული დავის პირველ შემთხვევაში.

ბოლოს განახლდა 03.03.2011-ში.